უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
პოლიტიკა


გვქონდა შესაძლებლობა ჩვენს ესტონელ მეგობრებთან ერთად გვეზეიმა დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავი.- გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე 5 ქვეყნის პირველ პირთან ერთად აღნიშნეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებებზე ტარტუში იმყოფებიან ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ლატვიის პრეზიდენტი - რაიმონდს ვეიონისი, პოლონეთის პრეზიდენტი - ანჯეი დუდა, ფინეთის პრეზიდენტი - საული ნიინისტო, ისლანდიის პრეზიდენტი - გუნდი იოჰანესონი. ტარტუს უნივერსიტეტის მუზეუმში კერსტი კალიულაიდის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.
მიღების შემდეგ პრეზიდენტები დაესწრნენ „გაუდეამუსს“, ტრადიციულ ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ესტონურ ენაზე მიულოცა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე.
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთში სამუშაო ვიზიტიც შეაჯამა, რომლის ფარგლებში მას მოლაპარაკებები ესტონეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა. განსახილველ საკითხებს შორის მთავარი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ნატო-ს დაგეგმილი სამიტი იყო. ბრიუსელის სამიტი იყო მთავარი თემა ტარტუში შეკრებილი სახელმწიფოების მეთაურებთან კომუნიკაციისასაც.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენს ესტონელ მეგობრებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენი დიდი გულშემატკივრები და ქართული საკითხის ძალიან აქტიურად წამომწევი საერთაშორისო არენაზე, მათთან ერთად გვეზეიმა დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავი. ეს ის თარიღია, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ 26 მაისს ასევე ჩვენს მეგობრებთან ერთად. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეხვედრები ერთი მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ერებს შორის ურთიერთობებს აღრმავებს, მაგრამ აგრეთვე გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ ჩვენს კოლეგა პრეზიდენტებთან ვისაუბროთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, იქნება ეს ევროკავშირის თუ ნატოს მიმართულებით. ასე რომ, როგორც ემოციურად სასიამოვნო შეხვედრებია, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვზეიმობთ, ასევე ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის წინ წაწევის თვალსაზრისით,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12