უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 იანვარი, 2017 13:00
font-size

ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყება არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გათავისუფლებულია ამავე ვალდებულებისგან - რეკომენდაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (NHC) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების მიმართულებით.

როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს ან განაახლოს კომუნიკაცია დაზარალებულებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და სტადიის შესახებ; ასევე, უზრუნველყოს დაზარალებულების ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე, შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში; მსხვერპლებს, რომლებიც დღემდე არ არიან ცნობილი დაზარალებულებად, მიანიჭოს შესაბამისი სტატუსი; შეაგროვოს და გააანალიზოს დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები; მოიძიოს ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავეთა დასადგენად და მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყება არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გათავისუფლებულია ვალდებულებისაგან, გამოიძიოს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულები.

საერთაშორისო სისხლის სამართლის კომპლემენტარულობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში აწარმოოს გამოძიება. საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით არღვევს აღნიშნულ პრინციპს და მრავალი დაზარალებულის უფლებას.

„2016 წლის 21 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სადაც გაესაუბრნენ 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულებს. მათ შორის იყვნენ ის პირები, რომელთა სახელითაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2015 წელს განცხადებით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში, ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით.

აღნიშნულმა ვიზიტმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ საწყისი, უმნიშვნელო სამუშაოებია ჩატარებული. წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოები არანაირ კომუნიკაციაში არ იმყოფებიან ომის შედეგად დაზარალებულებთან. მათთან საგამოძიებო ორგანოებს ურთიერთობა, სავარაუდოდ, ჰქონდათ მხოლოდ ერთხელ - 2008-2009 წლებში, როდესაც მოქალაქეებმა შეადგინეს პირველადი განცხადებები პროკურატურის ან პოლიციის სახელზე. ამის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებს დაზარალებულთათვის, არასოდეს მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რა სტადიაზეა გამოძიება და რა კონკრეტული მოქმედებები მიმდინარეობის ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებმა არც კი იციან, აქვთ თუ არა მინიჭებული ეს სტატუსი პროკურატურის მიერ. ამის შესახებ მათ პირველად ადამიანის უფლებათა ცენტრისგან შეიტყვეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერესების დაცვის ქვეშ მყოფი 193 მოსარჩელიდან, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 32 ადამიანს აქვს. თუმცა, აღნიშნულ პირებსაც კი არ აქვთ საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა.

დაზარალებულთა დიდ ნაწილს საერთოდ არ სმენია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ და არც ის იციან, რომ სასამართლოს დაწყებული აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება.

რომის სტატუტიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას მიეკუთვნება „საერთაშორისო სამართლის ყველაზე სერიოზული დანაშაულები“, როგორიცაა - გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და ომის დანაშაულები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა ნაწილი კი, შესაძლოა, არ პასუხობდეს აღნიშნულ კრიტერიუმებს, მაგრამ მათ უმძიმესი ზარალი განიცადეს ომის შედეგად - დაუზიანდათ ჯანმრთელობა, დაკარგეს უძრავ-მოძრავი ქონება, საკუთრება და ა.შ“,-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული სამუშაო მნიშვნელოვანი იქნება ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებისთვისაც, რომელიც თავის მხრივ, გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და საგამოძიებო ორგანოებთან.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამა

დანაშაულის პრევენციის ცენტრი კვლავ თავს არიდებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას - საია

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თამაზ ახობაძის საქმესთან დაკავშიებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი კვლავ თავს არიდებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულ

მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს სხდომა 4 დეკემბრისთვის გადაიდო

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს დღევანდელი სხდომა 4 დეკემბრისთვის გადაიდო. საქმის მოსამართლემ, ლელა ნოზაძემ პროცესის დაწყებამდე განმარტა, რომ დღეს სა

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, გამოძალვისა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვასა და გავრცელებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, გამოძალვისა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვასა და

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „სერგო თეთრაძის საქმეზე“ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

14 ნოემბერი, 2018 , 14:55

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი სერ

პროკურატურამ ორი პოლიტპატიმრის საქმე დაასრულა, 3 დაზარალებულ მოქალაქეს კი უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლება

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`