უკან

საზოგადოება

10 თებერვალი, 2017 13:55
font-size

IDFI: დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას 20 წელიწადი დასჭირდება

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტმა(IDFI) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა ინფორმაციის მოთხოვნით, თუ როგორი იყო წლების განმავლობაში დევნილთა ოჯახებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში გაწეული დახმარებები.

როგორც ორგანიზაციის ანალიზშია ნათქვამი, 2008-2016 წლებში სულ დაიხარჯა დაახლოებით 670 მილიონი ლარი, საიდანაც უდიდესი ნაწილი - 470 მლნ. ლარი საერთაშორისო დაფინანსება იყო.

„2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 35,475 დევნილი ოჯახი. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით იმავე რაოდენობის ოჯახს, რომელსაც დღემდე არ მიუღია სახელმწიფოსგან მსგავსი დახმარება, შევსებული აქვს განაცხადი შესაბამისი დახმარების მიღების მოთხოვნით. კერძოდ, საცხოვრებელი ფართის მიღებაზე სამინისტროში წარდგენილია 28,901 განაცხადი, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე - 7,999 განაცხადი, ხოლო იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე - 531 განაცხადი.

სამინისტროს მიახლოებითი გათვლებით დევნილი ოჯახების უზრუნველსაყოფად, რომლებსაც არ მიუღიათ სახელმწიფოსგან შესაბამისი დახმარება, საჭიროა 1,5 მილიარდი ლარი. თუმცა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფოს დასჭირდება დაახლოებით 20 წელი ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის.

IDFI მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებების მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოძიება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით გაცემულია გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე მიახლოებითი გათვლებით (1,5 მილიარდი ლარი) საჭიროა სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების მოლოდინის მქონე ოჯახების დასაკმაყოფილებლად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებების მიხედვით, 2011 წლიდან 2016 წლის პირველი 8 თვის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ საშტატო თანამშრომლებზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია 1,735,331,710 ლარი. სამწუხაროდ, 2011 წლამდე მსგავსი მონაცემები ინსტიტუტისათვის უცნობია, თუმცა არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, 2008 წლიდან მხოლოდ პრემია/დანამატებზე 50%-იანი ეკონომიის და დაზოგილი თანხების დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მიმართვის პირობებში, დღეის მდგომარეობით ყველა დევნილი ოჯახი საქართველოში უკვე უზრუნველყოფილი იქნებოდა მუდმივი საცხოვრებლით“,-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“

22 ნოემბერი, 2024 , 13:07

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახ

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

22 ნოემბერი, 2024 , 12:49

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კუ

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს

21 ნოემბერი, 2024 , 14:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2  უმნიშვნელოვანეს  შეხვედრას  გამართავს. ნაკრები დღ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა