უკან

საზოგადოება

10 თებერვალი, 2017 13:55
font-size

IDFI: მუნიციპულური განვითარების ფონდი და დევნილთა სამინისტრო დახარჯული თანხების განსხვავებულ ციფრებს უთითებენ

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ფონდმა (IDFI) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა ინფორმაციის მოთხოვნით, თუ როგორი იყო წლების განმავლობაში დევნილთა ოჯახებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში გაწეული დახმარებები.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია აღნიშნულია, სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია ასახავს 2008-2016 წლების მონაცემებს.

კერძოდ, 2013 წლამდე რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში დევნილთა განსახლების პროგრამას სრულად ახორციელებდა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“, ხოლო 2013 წლიდან პროგრამა ფინანსდება, როგორც ფონდის, ისე სამინისტროს სახსრებით.

„სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 – 2016 წლებში დევნილთა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სულ დახარჯულია 365,925,594 ლარი, საიდანაც 244,611,984 ლარის ხარჯი გაწია მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ხოლო 121,313,609,6 ლარი - სამინისტრომ“,-ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

ამასთან, სამინისტროდან ინფორმაციის მიღების შემდეგ, IDFI-მ მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართა დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად მათ მიერ მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხების და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.

„ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციისგან. კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, 2008-2016 წლებში უწყების მიერ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში სულ დახარჯულია 472,732,420 ლარი, ნაცვლად 244,611,984 ლარისა, რაც სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული.

2008 წლის შემდეგ სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, საცხოვრებელი ფართი მიიღო 18,654 დევნილმა ოჯახმა“,-ნათქვამია ანგარიშში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“

22 ნოემბერი, 2024 , 13:07

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახ

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

22 ნოემბერი, 2024 , 12:49

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კუ

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს

21 ნოემბერი, 2024 , 14:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2  უმნიშვნელოვანეს  შეხვედრას  გამართავს. ნაკრები დღ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა