უახლესი ამბები
- 24.10.2025 15:33ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.10.2025 14:21მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
- 24.10.2025 13:21მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
- 24.10.2025 12:41ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
არქივი
პოლიტიკა
იერუსალიმში „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული ჰასბარას ფორუმი ჩატარდა
იერუსალიმში, მენახემ ბეგინის ცენტრში გაიმართა „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული, საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის წარმოდგენის - ჰასბარას ფორუმი, რომელსაც ქნესეთის წევრები, მათ შორის ორი ვიცე სპიკერი და მმართველი კოალიციის ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იციკ მოშემ მიმართა. მან საზღვარგარეთ რეალური ისრაელის წარმოდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნის შესახებ ახსნა-განმარტებების აუცილებლობას, რომელიც მიმართული იქნება ანტიისარელური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ.
„მას შემდეგ, რაც ისრაელში დავბრუნდით, ებრაელებს აქვთ ორი არჩევანი. პირველი: იცხოვრონ ისრაელში ომისა და ტერორიზმის საფრთხის ქვეშ და დაიცვან ქვეყანა; მეორე - იცხოვრონ საზღვარგარეთ და ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქვეყნსთვის“, _ განაცხადა იციკ მოშემ.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, მმართველი და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა. როგორც ქნესეთში მმართველი კოალიციის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა აღნიშნა, „ისრაელის სახლი“ და მის მიერ განხორციელებული ჰასბარა ისრაელისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, „რომელ პარტიასაც არ უნდა ვეკუთვნოდეთ, მხარი უნდა დავუჭიროთ მას“.
ქნესეთის ვიცე-სპიკერის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ხილიკ ბარის თქმით, მსოფლიოს ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვს რეალური ისრაელის შესახებ, ამიტომ ნამდვილი ისრაელის წარმოდგენა - ჰასბარა უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენ დავამყარეთ მშვიდობა მტრებთან, მაგრამ ბევრს არ სურს, რომ ებრაელებმა ისრაელში იცხოვრონ. ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია. „ისრაელის სახლი“ არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ გარეთ მცხოვრებ ადამიანებს იღვაწონ ისრაელისთვის, უკეთ გააცნონ მსოფლიოს ისრაელის რეალობა, დააკავშირონ პილიტიკოსები ერთმანეთს“, - განაცხადა ხილიკ ბარმა და დასძინა: „იციკ მოშე ამ კუთხით ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებისთვის“.
როგორც ფორუმზე აღინიშნა, „ისრაელის სახლის“ პროექტი ისრაელის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და უნდა დაინერგოს სხვა ქვეყნებშიც, რადგან მსოფლიოში ხდება ისრაელის არასწორი წარმოდგენა.
ფორუმის მიმდინარეობისას ნაჩვენები იქნა „ისრაელის სახლის“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმები, რომლებიც იციკ მოშეს მონაწილეობით, საბჭოთა კავშირში ისრაელის პირველი წარმომადგენლობების გახსნასა და დიდი ალიის დაწყებას, ისრაელის ისტორიულ ტერიტორიებზე - იუდეასა და სამარიაში ებრაული ახალშენების გაჩენას ეძღვნებოდა.
ღონისძიებაზე მოწონება დაიმსახურა, აგრეთვე, „ისრაელის სახლის“ დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც ევროსაბჭოს ეგიდითა და ისრაელის სახლის კურატორობით, საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ამოქმედებას შეეხება. ის დამსწრე საზოგადოებისთვის სხვა საქართველოს აღმოჩენის ტოლფასი იყო.
ჰასბარას ფორუმს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ცნობილი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე რამდენიმე კლასიკური ნაწარმოებით წარდგა. მანვე შეასრულა ცნობილი ებრაული კომპოზიციის „შალომ ალეიხემის“ საფორტეპიანო ვერსია, რასაც ოვაციები მოჰყვა.
ფორუმს ესწრებოდა ისრაელისა და ქართული მედიასაშუალებები. როგორც ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბრისას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ აღნიშნა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ერთმანეთისადმი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები, რაც ისრაელში იშვიათი მოვლენაა. „აქ იყვნენ მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც. ერთად მოვიდნენ, ვინაიდან ხედავენ, რომ ჰასბარას საკითხი ისრაელისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღეს ისრაელის მთავრობას ვაჩვენეთ, რომ შეიძლება მუშაობა სხვა დონეზე და შეიძლება წარმატების მიღწევაც“, - განაცხადა იციკ მოშემ.
შეგახსენებთ, რომ „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული ჰასბარას პირველი საერთაშორისო ფორუმი შარშან დეკემბერში თბილისში ჩატარდა. მას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ისრაელის საგარეო სამეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი და მმართველი კოალიციის ლიდერი დავიდ ბიტანი ესწრებოდნენ.



საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

