უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ივლისი, 2024 13:37
font-size

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ -ირაკლი კობახიძე

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს.

„როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები შეიძლება, ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ გამოძიებას, მაგრამ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის. მითუმეტეს, მათ შორის იმ ფონზე, რომ ერთ-ერთი ევროკომისრის პირით ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც, ერთადერთი კორექტივი რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტის და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის აქტების პრევენციისთვის.

ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს. ეს არის სახელმწიფოს ამოცანა. სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში მუშაობს გამართულად, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ასეთ გეგმებს თავიდან ბოლომდე დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინტერესი, თქვენ ხედავთ, ზოგადად, ვის აქვს არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ. იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“ - ირაკლი კობახიძე

6 სექტემბერი, 2024 , 16:38

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთა

ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი– ირაკლი კობახიძე

6 სექტემბერი, 2024 , 16:28

ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთა

“ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ”- გერმანელი დეპუტატები საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

6 სექტემბერი, 2024 , 14:36

საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ - თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას,- ამის შესახებ

მთავრობამ განმარტოს, რა უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ, რომ არ ისურვეს იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირში უმნიშვნელოვანესი წონა აქვს -ანა ნაცვლიშვილი

6 სექტემბერი, 2024 , 13:17

მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გერმანული მხარის პოზიციას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ბუნდესტაგის მხრიდან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილებაა მისაღები, “ქართული ოცნების“ აღმასრულებ

„ქართულმა ოცნებამ” ჯერ ხელისუფლებაში მოსვლის მოტივით გასცა არაერთი ცრუ დაპირება, ახლა კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას - ქეთევან თურაზაშავილი

5 სექტემბერი, 2024 , 17:18

,,ქართულმა ოცნებამ” ჯერ ხელისუფლებაში მოსვლის მოტივით გასცა არაერთი ცრუ დაპირება, რომელიც მერე აღარ შეასრულა, ახლა კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისევ აგრძელებს საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას.  ამის შესახებ კო

ოპოზიციის წარმომადგენლებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის მხარი რომ დაეჭირათ, სერიოზულად მოხვდებოდათ პატრონებისგან, ხოლო როცა არ უჭერენ მხარს, სერიოზულად მოხვდებათ არჩევნებზე - მამუკა მდინარაძე

5 სექტემბერი, 2024 , 16:50

ყველა სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობს, თავი აარიდოს იმ ქმედების შედეგს, რასაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობისთვის მხარის არდაჭერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი