უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
პოლიტიკა

იყო პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას - ირაკლი კობახიძე
პირდაპირი მცდელობა იყო, რომ საქართველო ჩაერთოთ უკრაინაში დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი, მათ შორის, პრინციპული მნიშვნელობის იყო სანქციების არდაწესება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთისთვის სანქციების არდაწესების თაობაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას.
„ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის სამი წლის წინანდელი განცხადება, ეს იყო, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას, ეს ნიშნავდა ერთი მხრივ ესკალაციას, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მეორე მხრივ, ეს ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგამდით და მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12