უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
არქივი
რეგიონები
ილია მეორემ ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე, ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველი აკურთხა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე, ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველი აკურთხა.
”თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, იწყება ისტორიული მნიშვნელობის ახალი ბანას საძირკვლის კურთხევა. ღმერთმა ინებოს მადლი ღვთისა, სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი ღვთაებრივი მადლი მხოლოდ მოვიდეს ამას ტაძარსა ზედა და ყოველი ადამიანი, რომელიც შესთხოვს უფალს დახმარებას, აღესრულოს მას. ამინ”, - თქვა უწმინდესმა.
თავსი მხრივ, პრემიერმა დამსწრე საზოგადოებისადმი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო დატვირთვის, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული კერა.
”გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა, რადგან ახალი კომპლექსის მშენებლობა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო დატვირთვის, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული კერა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი”, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე ასევე მნიშვნელოვანი დღეთაგანი, რომლითაც აღინიშნება პატრიარქის მოღვაწეობა, რომელსაც წელს აღსაყდრების 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლისთავი უსრულდება. ასევე მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან აღინიშნება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი.
”მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. პირველ რიგში მინდა ამდენი ადამიანის სიყვარული მოგილოცოთ. მინდა ყველა თქვეგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი”, - აღნიშნა პრემიერმა.
ბანას მრგვალი ფორმის ტაძრის ნანგრევები ისტორიულ ტაო-კლარჯეთშია. ტაძარი, სავარაუდოდ, VII საუკუნის შუა წლებში ააშენეს. ადარნასე II-ის დროს (881-923), ბანას საეპისკოპოსოს დაარსების შემდეგ ტაძარი გადაკეთდა.
ახალი ბანას საგანმანათლებლო ცენტრში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზები, კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სასწავლო და სამეცნიერო შეხვედრებს გამართავენ და შეეძლებათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა.
საკვანძო სიტყვები:
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
28 იანვარი, 2026 , 11:47
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს
27 იანვარი, 2026 , 15:35
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07


