უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივლისი, 2025 08:50
font-size

იმ ლიდერებს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს და პატიმრობა მოუწიათ, ვთავაზობ, გამოიყენონ შეწყალების შესაძლებლობა, ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ გამარჯვების ღირსნი არიან - მიხეილ ყაველაშვილი

გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკურ პარტიებს განსაზღვრული აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა სრულყოფილად მიიღონ. ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციის მოვალეობაა, შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ სრულყოფილი არჩევნები ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეწყალების შეთავაზების მიზეზი იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ, სრულყოფილად მომზადებულიყვნენ არჩევნებისთვის.

„ჩემმა წინამორბედმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დისკრედიტაციისთვის, პოლარიზაციისთვის გამოიყენა, დაარღვია კონსტიტუცია. ჩემი პირველი განაცხადი იყო, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ამ ეტაპზე ეს გამომივიდა. მთავარია სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფოსთან მიმართებაში, პატივისცემა და, როცა სახელმწიფოს მეთაური ხარ, მაგალითი უნდა იყო მოქალაქის, რომ თავად იქნები კონსტიტუციის გარანტი და კანონს არ დაარღვევ. გველოდება თვითმმართველობის არჩევნები. პასუხისმგებლობის მქონე ყველა ინსტიტუციის მოვალეობაა, შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები და პოლიტიკურმა პარტიებმა სრულყოფილად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იმ ძალების პოლიტიკური ლიდერებს, რომლებიც აპირებენ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ამ ეტაპისთვის სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა, დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა, ვთავაზობ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ გამარჯვების ღირსნი არიან, რომ მათ არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და