უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2024 11:51
font-size

იმედი გვაქვს, 20 იანვრიდან კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან შანტაჟი და ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა დასრულდება - ირაკლი კობახიძე

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან და დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს მცდელობა და შანტაჟი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა სამი წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს.

„ევროპა, ევროკავშირი კონკრეტულად დღეს დგას ძალიან რთული გამოწვევების წინაშე. ხედავთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, არის პოლიტიკური კრიზისი, არაერთ ქვეყანაში, ევროკავშირის მასშტაბით, კრიზისია ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანაში – საფრანგეთში და გერმანიაში. ჯერ მაკრონის, შემდეგ შოლცის მთავრობებს გამოუცხადეს უნდობლობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებმა. არის ქვეყნები, სადაც ძალიან მყიფე კოალიციებია შექმნილი, სადაც გამარჯვებული პარტიები ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას, არის უმძიმესი მდგომარეობა უკრაინაში და სირიაში, რაც არის ევროკავშირის პრობლემაც და არის ეკონომიკური სტაგნაცია მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთ შემთხვევაში რეცესიასთან, ანუ ეკონომიკურ შემცირებასთანაც კი გვაქვს საქმე.

ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩავარდნილი მაიდნის მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის გაუგებარი. თუმცა, გამოჩნდა, რომ ამ შანტაჟს არავითარი ძალა არ აქვს, რასაც ჩვენს მიერ 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა. ეს მცდელობა და შანტაჟი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა სამი წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი მათ შორის იმისათვის, რომ აღდგეს ქართული საზოგადოების თვალში დაკარგული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.



გამაგრდით, რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

17 დეკემბერი, 2024 , 15:10

რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ, – ასე გამოეხმაურა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე საქართველოში განავითრებულ მოვლენებს. როგორც მინისტრი წერს, ლიეტუვა საქართველოს ხალხის გვერდით დგას. „როგ

რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსა და ცივილიზებული დასავლეთისთვის - მიხეილ სააკაშვილი

17 დეკემბერი, 2024 , 13:15

რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსა და ცივილიზებული დასავლეთისთვის. რაც არ უნდა ქუჩაში გამოსული ადამიანების ენა ყველასთვის გასაგებია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას - ირაკლი კობახიძე

17 დეკემბერი, 2024 , 11:43

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან - ირაკლი კობახიძე

17 დეკემბერი, 2024 , 11:36

საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან, – ამის შესახე

გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი

17 დეკემბერი, 2024 , 09:00

დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქ

მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში - სალომე ზურაბიშვილი

14 დეკემბერი, 2024 , 20:02

მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს. "გადაიდო ამ საღამოს ნაძვის ხის ანთება. ბარბარობაზე ჩვენ