უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2024 13:15
font-size

რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსა და ცივილიზებული დასავლეთისთვის - მიხეილ სააკაშვილი

რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსა და ცივილიზებული დასავლეთისთვის. რაც არ უნდა ქუჩაში გამოსული ადამიანების ენა ყველასთვის გასაგებია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.

„ამ წუთებში, ქუჩაში რამდენიმე მარში მიდის, მათ შორის, სტუდენტების მარში. ეს სტუდენტები იბრძვიან საკუთარი თვისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანაში არ გამეფდეს სიბნელე, უპერსპექტივობა. თავის დროზე, სკოლა დავამთავრე ოქროს მედლით, კიევის უნივერსიტეტი დავამთავრე წითელი დიპლომით, ავიღე მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში, არა დედიკოს და მამიკოს ფულებით, არამედ სტიპენდიით... ამას ყველაფერს იცით რატომ გიყვებით? ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, გამოგადგა რამე, იმიტომ არ ხარ ახლა ციხეში და იმიტომ არ არის „ალანიას“ ფეხბურთელი რომელიღაც კაბინეტშიო... მინდა გითხრათ, რომ სწავლა აუცილებლად გამოგადგებათ! არავითარ შემთხვევაში არ ჩამოუშვათ ხელი. ჩემი ამოცანა იყო განათლების შემოტანა, ჩვენ ამოვძირკვეთ განათლების სისტემაში კორუფცია. მინდა გითხრათ, რომ სწავლას აქვს მნიშვნელობა, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოს მიაწვდინოთ ხმა. განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსა და ცივილიზებული დასავლეთისთვის. ქუჩაში გამოსული ადამიანების ენა ყველასთვის გასაგებია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გამაგრდით, რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

17 დეკემბერი, 2024 , 15:10

რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ, – ასე გამოეხმაურა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე საქართველოში განავითრებულ მოვლენებს. როგორც მინისტრი წერს, ლიეტუვა საქართველოს ხალხის გვერდით დგას. „როგ

იმედი გვაქვს, 20 იანვრიდან კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან შანტაჟი და ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა დასრულდება - ირაკლი კობახიძე

17 დეკემბერი, 2024 , 11:51

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან და დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობ

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას - ირაკლი კობახიძე

17 დეკემბერი, 2024 , 11:43

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან - ირაკლი კობახიძე

17 დეკემბერი, 2024 , 11:36

საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან, – ამის შესახე

გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი

17 დეკემბერი, 2024 , 09:00

დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქ

მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში - სალომე ზურაბიშვილი

14 დეკემბერი, 2024 , 20:02

მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს. "გადაიდო ამ საღამოს ნაძვის ხის ანთება. ბარბარობაზე ჩვენ