უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2025 12:11
font-size

იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გააანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის აქ საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში - შალვა პაპუაშვილი

გერმანიის მოქმედმა ელჩმა, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. ეს სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

„მისი მხრიდან ვხედავდით თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. სხვა დროსაც ვთქვი, რომ 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ, იმედი გვაქვს, ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული. დანარჩენზე სიღრმეებში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები ცნობილია, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს და იმავე პოზიციებზე ვრჩებით. ამ პოზიციების არგუმენტები გვაქვს. ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება ხედავდა ამ ყველაფერს. ამიტომ დეტალებს, განცხადებებს დიდად არ ჩავუღრმავდებოდი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ეს არის სიგნალი, მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, ელჩი ასრულებდეს ხიდის და არა კედლის როლს. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ელჩისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი, რათა დარჩნენ საკუთარი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის იყვნენ ხიდი და არა კედელი. იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გააანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის აქ საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია

21 ოქტომბერი, 2025 , 12:05

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა. „

საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეწვია

21 ოქტომბერი, 2025 , 11:54

საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ქემალ მემისოღლუ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე

საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე კიდევ ერთხელ მოხდა ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე - შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი, 2025 , 11:45

გუშინ ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, – ამის შესა

ნოემბერში ძალაში შევა ახალი სავიზო რეგულაციები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის - კაია კალასი

21 ოქტომბერი, 2025 , 11:38

მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკ

გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა - მიხეილ სააკაშვილი

21 ოქტომბერი, 2025 , 11:34

სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! გახარია რუსეთში კარიერის საკეთებლად წავიდა მაშინ, როცა რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა იყო ძალიან ცუდი, – ამის შესახებ საქართველოს მესა

საქართველოს ხელისუფლება თითქოს მიზანმიმართულად ცდილობს დააშინოს და დასაჯოს მშვიდობიანი მოქალაქეები - „ამნესთი ინთერნეიშენალი“

21 ოქტომბერი, 2025 , 11:29

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააჩუმოს მშვიდობიანი დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით, – ამის შესახებ „ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებაშია ნათქვამი