უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2025 12:05
font-size

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე მთავარი არის კვლავ დუმილი იმ ძალადობასთან მიმართებით, რომელიც არა ერთხელ ვიხილეთ დედაქალაქის ქუჩებში, განსაკუთრებით, 4 ოქტომბერს, როდესაც იყო გადატრიალების და ე.წ. დამხობის მცდელობა. ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელსაც სამწუხაროდ, ვხედავთ დღევანდელი ბრიუსელის გარდა, ევროკავშირის ლიდერებისგან. არაფერი არ თქმულა ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება-არშეჩერების თემას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ეს არის პირდაპირ მათ ხელში შანტაჟის იარაღი. ხოლო შანტაჟის ენა, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, დღეს ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული. ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება. კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, რომ საქართველო და ქართველი საზოგადოება არ ექვემდებარება შანტაჟს და ეს ძალიან კარგად იციან. ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ნახეს, რომ რეალურად, ჩვენ შანტაჟს ნამდვილად არ ვექვემდებარებით. რა თქმა უნდა, ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ამ ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე“, - განაცხადა კირცხალიამ.

საკვანძო სიტყვები:

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა

საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეწვია

21 ოქტომბერი, 2025 , 11:54

საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ქემალ მემისოღლუ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე

საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე კიდევ ერთხელ მოხდა ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე - შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი, 2025 , 11:45

გუშინ ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, – ამის შესა