უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
საზოგადოება


იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია - ბიძინა ივანიშვილის ძმამ სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი შესწირა
დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემაც შესწირეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ივანიშვილმა 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი 1 ოქტომბერს 50 000 ლარი შესწირეს.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ძმამ განმარტა, ზურაბიშვილს თანხა იმიტომ ჩაურიცხა, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.
“იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია და გვინდა, მიიღოს უმრავლესობა ხმების არჩევნებში და გაიმარჯვოს. ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, მე თვითონ ვაზროვნებ და თვითონ მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. მაქვს ჩემი შემოსავალი და გადავუხადე“ – განაცხადა ალექსანდრე ივანიშვილმა.
ცნობისთვის, სექტემბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულების სახით 332,245 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 84-მა შემომწირველმა პრეზიდენტობის კანდიდატს 30-30 თეთრი გადაურიცხა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
22 ოქტომბერი, 2025 , 17:46
მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57