საზოგადოება
იმუნიზაცია აუცილებელია, რათა სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს ქვეყანაში - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში 10 საზოგადოებრივ-ჯანდაცვით სახელმწიფო პროგრამაზე, როგორიცაა მაგალითად, იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, ცე ჰეპატიტზე სკრინინგი და ა.შ.
როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“ განაცხადა, პანდემიის გამო, 6 თვის სამიზნე თითქმის არც ერთ პროგრამაში არ არის მიღწეული.
გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ რესურსები კოვიდის წინააღმდეგ იყო კონცენტრირებული.
თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ ივლისიდან დაიწყო ყველა პროგრამის კვლავ აქტიურად განხორციელება, მათ შორის ფლაგმანია ჰეპატიტის პროგრამა.
„6 თვეში დამატებით 300 000 ადამიანის სკრინინგი იყო დაგეგმილი, თუმცა 120-130 000-ით ჩამორჩენაა. თანდათანობით დავეწევით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდშიც დიდი ყურადღება ექცეოდა ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამას.
„სულ ვეუბნებოდით მშობლებს, მაგრამ „დარჩი სახლში“ მოწოდების დროს, მშობელს ვერ მიყავდა ბავშვი პოლიკლინიკაში ასაცრელად. მაგრამ ახლა ეს აუცილებელია, იმუნიზაცია აუცილებელია, რათა სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს შემდეგ ქვეყანაში.
ექიმთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს ყველა სავალდებულო აცრა, რაც ბავშვს ეკუთვნის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა წითელას საწინააღმდეგო აცრაზე.
„შარშან წითელა ჩავაქრეთ, წელს გვაქვს სულ 12 შემთხვევა, რომელიც არ არის ცუდი, შარშან გვქონდა რამდენიმე ათასი და ეს მოვახერხეთ იმით, რომ შარშან დამატებით 150 000 ავცერით, განსაკუთრებით მოზრდილი. წელს სულ 20 000-ია ექვს თვეში აცრილი. გვინდოდა სადღაც 50 000 დამატებითი აცრა, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდმა წაიღო რესურსი და ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა უნდა „დავქაჩოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საკვანძო სიტყვები:
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

