რეგიონები
იორგი კვირიკაშვილმა რეინოლდ მესნერს კახეტში უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში უმასპინძლა მსოფლიოში ცნობილ ალპინისტსა და მრავალი წიგნის ავტორს რეინოლდ მესნერს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთის კურორტების პოტენციალს ეცნობა.
გიორგი კვირიკაშვილმა რეინოლდ მესნერს ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთის კურორტების შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ მათი განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ცნობილი ისეთი მთამსვლელის რეკომენდაციები, როგორიც რეინოლდ მესნერია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთის კურორტებით მესნერის დაინტერესება მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
მსოფლიოში პირველი მთამსვლელი რეინოლდ მესნერი, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყრო და დალაშქრა თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი, კახეთის გარდა სვანეთს, თუშეთსა და ყაზბეგს ეწვევა.
რეინოლდ მესნერმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

