უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2016 11:45
font-size

ირაკლი ალასანია სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს

ირაკლი ალასანიას განცხადებით, იგი სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.

ამის შესახენ ალასანიამ რუსთავი2-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.

ამასთან ალასანიამ მის ყოფილ თანაგუნდელებზე, პარტიიდან წასული ლიდერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ვალდებულებებისგან გათავისუფლებულნი

არიან და მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.
„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩაფიქრებული, რომ ვაკეთო მნიშვნელოვანი საქმე, თუმცა, არა სახელმწიფო სექტორში. ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. ჩვენ ვართ მეგობრები, თუმცა, პოლიტიკური ვალდებულებისგან ყველა გათავისუფლებულია, ყველამ თავად უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დაიკავოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გამოვრიცხავ და ალბათ შეთავაზებაც არ იქნება. მგონია, რომ მეტი შესაძლებლობა მომეცემა, ვაკეთო საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე, განვვითარდე. მე შემიძლია უფრო მეტად გამოვადგე ადამიანებს, მეტი სიკეთის კეთება შემიძლია და არ მინდა ერთი ადგილის ტკეპნა. ვიმეორებ, სახელმწიფო სამსახურში ჩემი თავი გამორიცხულია, თუმცა, მე ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს მომავალში, გამოადგება საქართველოს შერიგებისთვის, აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან. შეიძლება, ეს საზღვარგარეთ საქმიანობაც იყოს. მე მინდა, ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ამ ურთიერთობებს, არა როგორც სახელმწიფო მოხელემ, არამედ როგორც კერძო პირმა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას თქმით, მას შემდეგ, რაც იგი დაინახავს, რომ ხალხისთვის პოლიტიკით სასარგებლო საქმის კეთება იქნება შესაძლებელი, პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

მონიკა დავლიანიძე

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&