პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის - ლადო სადღობელაშვილი
,,ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის ლადო სადღობელაშვილის თქმით, ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დარბუნება გარდაუვალი იქნება.
გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში სადღობელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე იყაროს.
,,თავის დროზე ტყუილად არ თქვა ოცნების მამა-მარჩენალმა, ირაკლი სათადარიგო მოთამაშედ გადადის და საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდებაო. საჭირო დრო უკვე მოვიდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას...
პრეზიდენტის უფლებები შეკვეცილია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მას გავლენა არ ექნება. მარგველაშვილისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერი ხალხს ნამდვილად ეყვარება, რადგანაც ის არ იქნება ივანიშვილის ხალხით არჩეული პრეზიდენტი... აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ღარიბაშვილის გარშემო ეროვნული ძალები გაერთიანდებიან.
დღეს, საქართველოში პარტიები პრორუსულად და პროდასავლურებად არიან დაყოფილები. ხალხს ერთიც ყელში ამოუვი და მეორეც. ახლა მოთხოვნაა ეროვნულ ძალაზე, ასეთი ეროვნული ძალების გაერთიანებას ვიმეორებ მალე ვიხილავთ“,- ამბობს ლადო სადღობელაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


