უახლესი ამბები
- 	04.11.2025 15:27გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
 - 	04.11.2025 14:46კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
 - 	04.11.2025 12:22შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
 - 	04.11.2025 12:14თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა
 - 	04.11.2025 11:53კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
 - 	04.11.2025 11:13ეწვიეთ “სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების მთავარი სპონსორი
 - 	04.11.2025 11:08ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
 - 	04.11.2025 11:01კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
 - 	04.11.2025 07:55დღის კალენდარი - 4 ნოემბერი
 
არქივი
პოლიტიკა
											ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ინეტა ზიემელეს შეხვდა.
საქართველსო პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ინეტა ზიემელეს რეფორმის შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანი კომპონენტია სტაბილურობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებების მისაღწევად.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი გვქონდა სხვადასხვა საკითხზე. გავეცანით ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პრაქტიკას, ასევე ვისაუბრეთ ქართულ პრაქტიკაზე. განვიხილეთ საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ეკა ბესელია, აკაკი ზოიძე, ვანო ზარდიაშვილი, ბექა ოდიშარია, რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, შეხვედრები, რომლებსაც ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს, ქვეყნებს შორის ურთიერთობას აძლიერებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვიზიტის პირველი დღე ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა და განაცხადა, რომ ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში გაძლიერდა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და მნიშვნელობა. გადაწყვეტილებების სიმრავლე, მიმართვიანობის მაღალი რაოდენობა ადასტურებს სასამართლოსადმი ნდობას და ამ თემაზე გვქონდა საინტერესო გაცვლა ინფორმაციების, ასევე, გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოსა და ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის თაობაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:14
													შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
4 ნოემბერი, 2025 , 12:22
													კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
4 ნოემბერი, 2025 , 11:53
ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
4 ნოემბერი, 2025 , 11:08
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი
3 ნოემბერი, 2025 , 13:03
				
								