უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივლისი, 2024 14:53
font-size

ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის მეთაური ლევილში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრმა პრემიერს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს რეაბილიტაცია, რომლის სახურავი მთლიანად შეიცვალა. შატოს პირველ სართულზე განთავსდება პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი, მეორე სართულზე კი რვა საცხოვრებელი სივრცე მოეწყობა.

მამულში უკვე დასრულდა გუშაგის სახლის რეაბილიტაცია, სახელოვნებო საცხოვრებლების კეთილმოწყობა; აღდგა 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს.

„ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა – ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიული მამული სრულად აღდგება და კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცევა.

პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერსა და ლევილის მერთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ხსოვნას.

რა შესაძლებლობას გაძლევს საქართველოს ბანკი „Back To School“- ის პერიოდში

5 სექტემბერი, 2024 , 16:20

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბანკი მომხმარებლებს პარტნიორ მაღაზიებში სპეციალურ პირობებს სთავაზობ

ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას, ხელისგულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ სიძულვილის ნორმალიზება, საქებარ საქმედ ქცევა, მიგვიყვანდა ტრაგიკულ შემთხვევამდე - შალვა პაპუაშვილი

5 სექტემბერი, 2024 , 11:55

ხელისგულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღისა და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე, – ამის შესახე

საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა

5 სექტემბერი, 2024 , 11:34

საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენ

ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაუკავშირდება ვაკეს

4 სექტემბერი, 2024 , 18:03

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 7 სექტემბრიდან 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება. კალაძის თქმით, დაინიშნება ახალი მარშრუტი, რომლითაც ვარკეთილის დასახლება პირდა

განათლების მიზნების განადგურება და თაობების გაწირვა გაუნათლებლობისთვის დღევანდელ ხელისუფლებაზე უკეთ არავის გამოსვლია - ნანა ტოხვაძე

4 სექტემბერი, 2024 , 17:41

სისტემის მორიგი მსხვერპლი ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავაა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისა და პოლიტიკური მიუღებლობის ნიშნით გაათავისუფლეს! , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გან

საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - უძრავი ქონების დაზღვევა დაემატა

4 სექტემბერი, 2024 , 15:46

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ყოველდღიური პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, მობილბანკს უძრავი ქონების დაზღვევის ფუნქციონალი დაემატა. ქონების დაზღ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი