პოლიტიკა


ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ზედაპირულს უწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის, თუმცა მისი თქმით, არ შეიძლება პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი დოკუმენტი ასე ზედაპირული იყოს.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე ყურადღება დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაამახვილა, სადაც ვეტოდადებულ კანონპროექტებზე მსჯელობენ.
"ჩვენთვის ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის. კომიტეტებს ვთხოვე, რომ შენიშვნებს მთელი ყურადღებით გაცნობოდნენ. პირადად, მეც გავეცანი. ჩემი დაინტერესება განსაკუთრებული იყო, რადგან თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ჩართული 2014 წელსაც ვიყავი და დღესაც ვარ. სანამ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, მანამდე დაახლოებით რვა წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ვიყავი და შესაბამისად, გარკვეული ცოდნა მაქვს“, - აღნიშნა კობახიძემ.
სპიკერის თქმით, საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობის ქალაქების გაუქმების შემთხვევაში, ეს ერთეულები საკუთარი ურბანული განვითარების შესაძლებლობას კარგავენ, თუმცა ევროპის მასშტაბით უამრავი პრეცედენტია, სადაც ერთ თვითმმართველ ერთეულში გაერთიანებულია როგორც ურბანული, ასევე არაურბანული დასახლებები და ისინი საქმიანობას წარმატებით ახორციელებენ.
„არგუმენტი უსუსტესია და მას არანაირი ღირებულება არ აქვს. რატომ რთულდება მოსახლეობის კომუნალური პრობლემების მოგვარება? - ეს არგუმენტირებული არ არის. უამრავი საერთაშორისო დასკვნა არსებობს, რომ კონსოლიდაციის პირობებში, ხარჯეფექტიანობა იზრდება, რაც კომუნალური მომსახურების ხარისხზე პირდაპირ დადებითად აისახება. საუბარია რაღაც გაუარესებაზე, სადაც ნულოვანი არგუმენტაციაა წარმოდგენილი. ასევე ინვესტიციების მოზიდვა, რატომ რთულდება? - დასკვნაში საერთოდ არაფერი არ წერია. ვინც ანა-ბანაში ერკვევა, იცის, რომ სტრატეგიული დაგეგმვა უფრო ადვილია, რადგან ოჯახის ერთი წევრის განვითარება უფრო ადვილია თუ ხუთი წევრის? - ხუთი წევრის, რადგან ხუთივე ადამიანის ინტერესები პირდაპირ არის გადაჯაჭვული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არ შეიძლება, თვითმმართველობის საკითხებზე ზედაპირული მსჯელობა იყოს.
"იქ, სადაც ქალაქი ვითარდება, მას ექსპანსიის ინტერესი აქვს და რატომ? - განვითარებას ხელს უწყობს. თურმე, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, დემოკრატიაა საფრთხეშია და გამოდის, რომ შვედეთში, დანიასა და ნიდერლანდებში დემოკრატია საერთოდ დაუმხვიათ. არ შეიძლება, ასე ზედაპირული მსჯელობა იყოს. არ შეიძლება, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტი ასეთი ზედაპირული იყოს. საუბარია, ორ ცენტრალურ კონსტიტუციურ ორგანოზე - პრეზიდენტსა და პარლამენტზე, სადაც უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობები უნდა იყოს დამყარებული“, - აღნიშნა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21