კომენტარი
ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგით დადასტურდა ყველაზე მძიმე ეჭვი - შსს-ს ნამდვილად ჰქონდა შეძენილი ის ნივთიერებები, რომელთა შესახებ BBC საუბრობდა - ნინო ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგით დადასტურდა ყველაზე მძიმე ეჭვი - შსს-ს ნამდვილად ჰქონდა შეძენილი ის ნივთიერებები, რომელთა შესახებ BBC საუბრობდა, და მაღალი ალბათობით სწორედ ეს ქიმიური ნაერთები გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დაშლისას წყლის ჭავლთან ერთად.
“დღევანდელი ბრიფინგით ირაკლი კობახიძემ მოგვაწოდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია. ფაქტობრივად, მან დაადასტურა, რომ იმ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები, რაზეც საუბრობდა ბიბისი, ნამდვილად აქვს შეძენილი შსს-ს და ასევე ორჯერ დაადასტურა, რომ მაღალი ალბათობით, დიახაც, ეს ნივთიერებები იყო გამოყენებული შარშან მოქალაქეთა დაშლის დროს, შერეული იყო წყლის ჭავლში. ის მხოლოდ გამორიცხავს კამიტის გამოყენებას, მაგრამ არ გამორიცხავს და ადასტურებს, რომ დიდი ალბათობით, სხვა ქიმიური ნივთიერება ამ კოდის ქვეშ იყო გამოყენებული წყლის ჭავლთან ერთად და ამბობს, რომ მხოლოდ ახლა იძიებენ, რა ნივთიერება იყო ეს.
ჩვენ ასევე ვიცით საერთაშორისო ექსპერტისგან, რომ ამ კოდის ქვეშ მყოფი ნივთიერებებიდან, კამიტი ყველაზე შედარებით უფრო მსუბუქია, იმიტომ, რომ სხვა ნივთიერებებს, როგორც საერთაშორისო ექსპერტი ამბობს, კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოაქვს. ერთი წლის განმავლობაში მალავდნენ ამ ინფორმაციას და ახლა აცხადებენ, რომ თითქოსდა იძიებენ, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო მძიმე ტოქსიკური ნივთიერება და ამას უკვე ისინი თავადვე ადასტურებენ,” - ამბობს ლომჯარია.
საკვანძო სიტყვები:
უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი - შალვა პაპუაშვილი
19 დეკემბერი, 2025 , 12:20
სადღაც 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა, რომ დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს გარეთ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
19 დეკემბერი, 2025 , 10:00
ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 11:19
„ოცნებას“ ეშინია საჯარო გამოძიების, ვინაიდან გამოაშკარავდება, ვინ გასცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, დადგინდება, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრის და მოადგილის გვერდის ავლით - გიორგი გახარია
18 დეკემბერი, 2025 , 08:43
მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების დროს იმყოფებოდა - ალექსანდრე დარახველიძე
17 დეკემბერი, 2025 , 13:23
საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას - სალომე ზურაბიშვილი
15 დეკემბერი, 2025 , 20:27


