პოლიტიკა


ირაკლი კობახიძის შეხვედრა გიორგი მიქაუტაძესთან აღიქმება როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა - ანა დოლიძე
იუსტიციის უმაღლესო საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან კლანის მხარდაჭერაზე მეტყველებს და ეს მიუღებელია.
ანა დოლიძემ და საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გამართეს.
„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ კვირას ჩვენ მოვიგეთ დიდი ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, ვინაიდან სასამართლო კლანს ჰქონდა სასამართლოს მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისთვის ჩვენ, ყველას გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნებისმიერი ფორმით ამოიღო ხმა. თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. ამ ბრძოლის ფონზე გუშინ ყველამ შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა აღიქმება როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად, ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა დოლიძემ.
კითხვაზე, რატომ არის მიუღებელი ეს შეხვედრა, დოლიძემ უპასუხა, რომ მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც ბოლო დროს იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს, კობახიძის მხრიდან მხოლოდ მიქაუტაძესთან შეხვედრა აღნიშნული კლანისა და ჯგუფის მხარდაჭერას ნიშნავს.
საკვანძო სიტყვები:
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21