უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა


ირაკლი კოვზანაძე ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ვენაში ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, კარლჰაინც კოფვს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ხელსაყრელ საინვეტიციო კლიმატზე, ავსტრიიდან კაპიტალის მოზიდვისა და ტურისტული ნაკადის ზრდის შესაძლებლობებზე. ამასთანავე, განიხილეს ორი ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა და საბიუჯეტო პროცესები.
„კარლ კოფვი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია, ამასთანავე, საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსი: ის ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი იყო, ამჟამად მისი კანდიდატურა წარდგენილია ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, რომლის დამტკიცებაც მომავალ კვირას იგეგმება. ბატონ კარლს გავაცანი საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული უმსხვილესი ეკონომიკური პროექტები და თბილისში სტუმრად მოვიწვიე. საქართველოში 24 ავსტრიული კომპანია ფუნქციორებს, ვფიქრობ, კარლ კოფვის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ავსტრიული ბიზნესების გააქტიურებასა და მაქსიმალურ ჩართულობას აღნიშნულ პროექტებში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ავსტრიის პარლამენტის სხვა წევრებსა და საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კოვზანაძე ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს ასევე ავსტრიის ფედერალური კონტროლის დეპარტამენტის დირექტორთან, კლემენს გრუნდაკერსა და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ავსტრიაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12