კომენტარი
ირაკლი ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია - ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება - ალეკო ელისაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია - ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ, ფაქტია რომ მაგარი ვაჟკაცია ბიჭია. უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბრძოლო დავალებაზე რომ გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, ფაქტია, რომ ქვეყანა კიდევ ჩრდილო კორეისკენ მიექანება“,- წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.
საკვანძო სიტყვები:
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42
მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია, მეშინია იმის, რომ ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე - თინა ხიდაშელი
5 მარტი, 2026 , 16:53
კახა კალაძე თინა ხიდაშელის განცხადებაზე - ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტერორისტები არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ
5 მარტი, 2026 , 11:52
სააკაშვილი არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც ცუდი, მით უმეტეს ძალადობა უნდათ თავისი ქვეყნისთვის - მისი მიზანია დიქტატურისგან ან ავტოკრატიული მმართველობისგან გათავისუფლდეს ქვეყანა - ირაკლი ფავლენიშვილი
2 მარტი, 2026 , 16:29
კახა კალაძე შაბათ-კვირას აბუ დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი ვითარების გამო ჯერ ვერ ახერხებს გამოფრენას - თბილისის მერია
2 მარტი, 2026 , 11:49
“იმედი” ბანკს ქმნის?! ანუ, ქართუ” ბანკმაც უარი უთხრა??? რუხაძის შემდეგ, “იმედს” ივანიშვილმაც ზურგი აქცია??? - კოტე კემულარია
27 თებერვალი, 2026 , 15:07


