უკან

კომენტარი

17 სექტემბერი, 2025 12:35
font-size

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან - კახა კალაძე

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების, გია ბარამიძისა და გიგა ბოკერიას მიერ გამართულ შეხვედრას ბრიტანეთის საელჩოში.

როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი დიპკორპუსი ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას ახალისებს.

„როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივი დიპლომატების ჩართულობასა და კავშირზე ამ ძალადობრივი ჯგუფებთან, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის საელჩო ერთ-ერთი მოწინავეა ამ ყველაფერში, რომლებიც ახალისებენ ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობის მცდელობას. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ჯეიმს მაკლერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ეხება.

„რამდენჯერ უნდა დაასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი? ის განცხადებები და მაგალითები, რომელზეც საუბრობთ, აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილზე, სიცრუეზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული. ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა. რომელია პოლიტპატიმარი? „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ესროდა პოლიციელს თუ ჯოხს რომ ურტყამდა და ქვებს ესროდა? რეალურად ვუყურებ და ვხედავ ყველაფერს, რაც ხდება. პოლიციელთან, რომელიც დგას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, მიდის ახალგაზრდა და ესვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, აქვს მცდელობა, ცოცხლად დაწვას ადამიანები, გამოდიხართ და გმირად გინდათ შერაცხოთ და მე ვუყურებ ცალმხრივად მოვლენებს? ერთნი არიან ესენი, რა ვერ გაიგეთ? აქაურ აკაცუკებს ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენი პარტნიორი არის ქართველი ხალხი და ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან. ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს. ამ ქვეყანას მართავს ქართველი ხალხი. რაც შეეხება განცხადებებს, როგორც ევროპარლამენტარების, სხვადასხვა თანამდებობის პირების, იგივე ბრიტანეთის წარმომადგენლების მხრიდან, რომლის მაგალითიც მოიყვანეთ, არის სიცრუეზე, ტყუილსა და ცილისწამებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად