უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 იანვარი, 2017 18:35
font-size

ირმა ინაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის და საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ირმა ინაშვილსა და ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იანის ზლამეცს შორის გაიმართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ირმა ინაშვილმა სტუმარს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ელჩი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის ხედვით დაინტერესდა.
მხარეებმა საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრეს. იანის ზლამეცის განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ლატვია მზადაა, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ლატვიაში, საქართველოსა და ლატვიის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი იგეგმება.

„შევთანხმდით, რომ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა ლატვიის საელჩოსთან. ჩვენი ფრაქცია ლატვიის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც გეგმავს ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობას,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

მამუკა მდინარაძე MEGOBARI Act-ზე: რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება

21 მაისი, 2024 , 18:05

მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება,- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტს - MEGOBARI Act-ს  სოციალურ ქსელში ეხმიანება. &bdquo

აშშ-ს ხელს არც აქამდე უშლიდა არაფერი, რომ მოეხდინა საქართველოსთან იმ პაკეტების რეალიზაცია, რაზეც ამ წერილშია საუბარი - ირაკლი ქადაგიშვილი

21 მაისი, 2024 , 17:18

აშშ-ს ხელს არც აქამდე უშლიდა არაფერი, რომ მოეხდინა საქართველოსთან იმ პაკეტების რეალიზაცია, რაზეც ამ წერილშია საუბარი, -- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა Politico-ს მიერ გა

MEGOBARI Act `ოცნებას` სანქციებს, საქართველო მოსახლეობას კი სიკეთეებს ჰპირდება - ირაკლი კუპრაძე

21 მაისი, 2024 , 17:06

MEGOBARI Act "ოცნებას" სანქციებს, საქართველო მოსახლეობას კი სიკეთეებს ჰპირდება, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ  განაცხადა. “შტატებს და ევროკავშირს უნდა თანამშრომლობა იმ ხელის

„ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ - პაატა მანჯგალაძე

21 მაისი, 2024 , 15:40

ვინც ამბობს რომ დასავლეთი, დასავლური სტრუქტურები, ევროპა და ამერიკა საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს - რუსია, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

21 მაისი, 2024 , 15:23

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პოლიტიკური საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გუშინ საერთაშორის

პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, ამ რადიკალურ ქმედებებში ჩართულია დავით კეზერაშვილის თანხები - კახა კალაძე

21 მაისი, 2024 , 15:15

რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. „პროტესტი, რაც წინა დღეების განმავლობაში იყო, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი