უახლესი ამბები
- 10.10.2025 10:56პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:53პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:46საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- 10.10.2025 10:03დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
- 10.10.2025 09:49საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 10.10.2025 09:44შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 09:00დღის კალენდარი - 10 ოქტომბერი
არქივი
სამართალი

ის ფაქტი, რომ აქ ვარ, ჩემთვის უკვე ძალიან დიდი დანაშაულია - ალექსანდრე გოგოლაძე
ის ფაქტი, რომ აქ ვარ, ჩემთვის უკვე ძალიან დიდი დანაშაულია - მე რასაც შევხედე იქ, უხერხულობა იყო ჩემთვის. ნახევარ საათში უკან [სახლში] ვიყავი , - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი საკანში ყოფნა სხვებს დისკომფორტს შეუქმნის.
ამასთან, დასძენს რომ ის გაქცევას არ აპირებს და “ამ ქვეყნის შვილია”.
“ის ფაქტი, რომ აქ ვარ, ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი დანაშაულია. ყველაზე მთავარი - ყველაფერი ადამიანებს შორის კეთდება იმიტომ, რომ სიკეთე იყოს და არა ბოროტება, მათ შორის სამართლის აღსრულება....
ჩემი ჯანმრთელობის გამო, კამერაში არსებული ხალხი უხერხულ მდგომარეობაში იქნება, საათ-ნახევარში ერთხელ უნდა ავდგე, გავიარო, ვარჯიში გავაკეთო, რომ ცოტა უკეთესად ვიგრძნო თავი.
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდ უხერხულობას მანიჭებს ის, რომ დამატებითი ყურადღება დამჭირდება იქ, სადაც უნდა ვიყო.
6 ოქტომბერს მოვიდნენ ჩემთან, ვუთხარი, დაგერეკათ დალოცვილებო, თვითონ მოვიდოდი...
იქ რომ ვიყავი და რასაც შევხედე, უხერხულობა იყო ჩემთვის. ნახევარ საათში უკან [სახლში] ვიყავი. ვერსად გავიქცევი, ამ ქვეყნის შვილი ვარ”, - აღნიშნა ალექსანდრე გოგოლაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს - კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას პატიმრობა შეუფარდა
ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება
საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
10 ოქტომბერი, 2025 , 10:56
პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით ორი პირი დააკავა
10 ოქტომბერი, 2025 , 10:53
შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა
10 ოქტომბერი, 2025 , 09:44
გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს
9 ოქტომბერი, 2025 , 17:48
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს
9 ოქტომბერი, 2025 , 17:33
სუს-ი „ჰექსოგენის“ საქმეზე - დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა
9 ოქტომბერი, 2025 , 13:26