უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 ოქტომბერი, 2025 10:53
font-size

პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოების და ეზოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:18

ორი დღეა, მთელ რიგ საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია შსს-ს თანამშრომლების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა ნაწილზე, რომ მათ ან მათ მცირეწლოვან შვილებს

პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

10 ოქტომბერი, 2025 , 10:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლონეთის მოქალაქეების მიმართ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პ

შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა

10 ოქტომბერი, 2025 , 09:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. შსს-

გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს

9 ოქტომბერი, 2025 , 17:48

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალუ

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს

9 ოქტომბერი, 2025 , 17:33

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს.   „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ პოლონეთისა და საქართ

სუს-ი „ჰექსოგენის“ საქმეზე - დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა

9 ოქტომბერი, 2025 , 13:26

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი „კონსპირაციული ბინა,