არქივი
სამართალი
ის გარემოება, რომ გიორგი მღებრიშვილი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს - ბექა ბასილაია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ გიორგი მღებრიშვილი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს.
მისი თქმით, პროკურატურას ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ერთი კვირის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.
მისივე თქმით, გამოძიების დაწყების ნაცვლად, საზოგადოების ყურადღების გადატანა სხვა თემებზე ხდება.
“აქვთ მცდელობა, რომ ეს საუბარი გააშარჟონ, კი ბატონო. მღებრიშვილის საუბარი თავიდან ბოლომდე არის კომიკური თავისი არსით, მაგრამ ამ კომიკურობაში ტრაგედია არის ის, რომ საუბრის მონაწილე გიორგი მღებრიშვილი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს ადამიანი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს. ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ნებისმიერ ადამიანს რომ ეხებოდეს ეს ჩანაწერი, პროკურატურა ვალდებული იქნებოდა, გამოძიება დაეწყო.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

