უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ის ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ის ვინც მეთვალყურეობას ახდენს მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა - ანა დოლიძე
ვინც დაინტერესებულია მოსმენებით, ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ვინც მეთვალყურეობას ახდენს მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანამ დოილიძემ, რომელიც ამავდროულად ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავების მიზნით შექმნილი 32-კაციანი სამუშაო ჯგუფის წევრია.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა სისტემიდან მოვდივართ. ეს სისტემა ხასიათდება მარტივად იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა მრავალათასიანი არქივი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ადამიანების, პოლიტიკური მოღვაწეების მართვა, შანტაჟი, დევნა. ძალიან ბევრ კითხვას ამ სისტემის არსებობასთან დაკავშირებით პასუხი არ გაეცა. ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, გავითვალისწინოთ ეს ისტორია, გავითვალისწინოთ ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ჩვენი ყველა მოქალაქის უსაფრთხოების ინტერესი. ამიტომ ეს მუშაობა არ იქნება ადვილი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველა ამ ფასეულობის შეჯერება მოხდება. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ამ სისტემასთან დაკავშირებით. ამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის, ვინც დაინტერესებულია ამ მოსმენებით, ის ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ის ვინც მეთვალყურეობას ახდენს მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა. ანუ ეს უფლებამოსილებები გაფანტული უნდა იყოს სხვადასხვა სტრუქტურებში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისათვის, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დახურულ ფორმატში პირველ შეხვედრას მართავს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდეს და დამოუკიდებელ ორგანოს გადაეცეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სუს-იდან დამოუკიდებელი ორგანოში ე.წ. გასაღების გადატანა იქნება მეტი გარანტი, რომ მისი ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25