უკან

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2019 20:35
font-size

„ისრაელის სახლის“ კამპანია - ისრაელელი აქტივისტებისა და დამსახურებული პენსიონრების 150-კაციანი ჯგუფი საქართველოში

საქართველოში ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, „ისრაელის სახლმა“ ისრაელიდან 150-კაციან ჯგუფს უმასპინძლა. მის შემადგენლობაში იყვნენ ისრაელის დამსახურებული პენსიონრები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ისრაელში ერთ-ერთი გავლენიანი გაერთიანების - ჰისტადრუთის წევრები არიან. ჰისტადრუთი დასაქმებულთა უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც პროფკავშირის როლსაც ასრულებს.

სტუმრები დაინტერესებული იყვნენ საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობისა და „ისრაელის სახლის“ საქმიანობით. შეხვედრაზე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა მათ გააცნო ისრაელის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედო „ისრაელის სახლის“ საქმიანობას. იციკ მოშეს თქმით, ის, როგორც საბჭოთა კავშირში მსოფლიო ებრაული სააგენტოს - სოხნუთის პირველი წარმომადგენელი, კარგად იცნობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და ამიტომაც ორგანიზაციის მთავარი მიმართულებაა ორმხრივი პირდაპირი სახელმწიფოებრივი კავშირების გაძლიერება და ჰასბარა - ისრაელის წარმოდგენა.

„მნიშვნელოვანია, ებრაელობამ დღედაღამ იზრუნოს ისრაელზე, რადგან მხოლოდ ისრაელში - საკუთარ ქვეყანაში შეიძლება იყოს ის სრულყოფილად დაცული. ამასთან, აუცილებელია მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება, მათთვის ნამდვილი ისრაელის გაცნობა. ჩვენ კი ქვეყნებს უნდა ველაპარაკოთ არა კუთხური ნიშნით, როგორც ფრანგი, მაროკოელი, ქართველი ან რუსი ებრაელი, არამედ როგორც ისრაელელი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია ისრაელის დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის, ვინაიდან დაყოფა ეწინააღმდეგება ისრაელის სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა იციკ მოშემ.

ისრაელელ სტუმრებს საქართველოს უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ცირა ჩიკვაიძემ სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტში „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, უნივერსიტეტში ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია, ხოლო სარა ბენ-შემეშის ფონდის ფინანსური თანადგომითა და „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით ყოველწლიურად ებრაულ თემატიკაზე გამოცხადებულ კონკურში გამარჯვებული სტუდენტები იღებენ სტიპენდიას, ერთ-ერთი მათგანი კი გაცნობის მიზნით მიემგზავრება ისრაელში.

ისრაელელმა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტში „ისრაელის სახლისა“ და სარა ბენ შემეშის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ისრაელის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მონიტორებით. კაბინეტში ტარდება ლექციები.

იციკ მოშემ სტუმრებს გააცნო ისრაელელი პედაგოგის სარა ბენ შემეშის მოღვაწეობის შესახებ. მისი თქმით, სარა ბენ შემეშის ფონდი მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა როგორც ისრაელში, ისე საქართველოში - აფინანსებს ახალი თაობის განათლებას. მისი მხარდაჭერითა და ისრაელის სახლთან თანამშრომლობით, საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში შეიქმნა ისრაელის კაბინეტი, თბილისში გაიხსნა ებრაული ბიბლიოთეკა.

სამოქალაქო აქტივისტებისა და დამსახურებულ პენსიონერთა 150-კაციანი ჯგუფის სახელით, რუთ აარონმა იციკ მოშეს მადლობა გადაუხადა ისრაელისა და მისი მეგობარი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სპეციალური საჩუქარი გადასცა. ისრაელის პოპულარიზაციისთვის საჩუქარი მიიღი, აგრეთვე, პროფესორმა ცირა ჩიკვაიძემაც.

შეხვედრაზე ახალგაზრდა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ ებრაულ ენაზე რამდენიმე პატრიოტული სიმღერა შეასრულა. დასასრულს კი ისრაელისა და საქართველოს ჰიმნები აჟღერდა.

იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით, წელს ისრაელიდან საქართველოს ტურისტთა კიდევ რამდენიმე ნაკადი ეწვევა.

„ისრაელის სახლისა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის სიტყვას ყოველთვის მოსდევს საქმე, რომელიც ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებაზეა მიმართული. ისრაელიდან ტურისტული ნაკადი საქართველოს პოპულარიზაციის გარდა, მის ეკონომიკაში შეტანილი წვლილიცაა“, - აცხადებს იციკ მოშე.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის