საზოგადოება
იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა
შობის ღამეს იტალიაში, ქალაქ რეჯიო კალაბრიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა მამაკაცმა ჯერ ცირკის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწია, შემდეგ ტანსაცმელი გაიხადა და ვეფხვის გალიაში შევიდა. ცხოველმა მას მძიმე დაზიანებები მიაყენა.
მამაკაცის დახმარება ცირკის თანამშრომლებმა შეძლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, ის საავადმყოფოდან გაქცევას შეეცადა. მამაკაცის გასაჩერებლად პოლიცია გამოიძახეს.
ექიმების შეფასებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს საქართველოს მოქალაქე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
საკვანძო სიტყვები:
ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - შემოსავლების სამსახური
12 იანვარი, 2026 , 15:34
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
12 იანვარი, 2026 , 10:25
ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არ შეესაბამება სიმართლეს - ჯანდაცვის სამინისტრო
9 იანვარი, 2026 , 14:58
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ უწყვეტად, მინიმუმ 6 თვე იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ
9 იანვარი, 2026 , 12:57
ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 09:47
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
8 იანვარი, 2026 , 14:01


