უკან

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2017 18:20
font-size

იციკ მოშემ პოლონეთში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ისრაელის სახლმა“ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ჰოლოკოსტის წლებში ებრაელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის წმინდანებად აღიარებულთა ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის წევრები, მსოფლიო ებრაელობის წარმომადგენლები, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი,სენატის ხელმძღვანელი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პოლონეთში მოქმედი ებრაული ორგანიზაცია „მინ ამაამაკიმ“-ის წარმომადგენლები. „ისრაელის სახლს“ მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე წარმოადგენდა.

ფორუმის მონაწილეთა მოხსენებები ჰოლოკოსტსა და ისრაელთან ურთიერთობეის გაძლიერებას შეეხებოდა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი დიდი ტრაგედიის გახსენება, როგორიცაა ებრაელთა მასობრივი გენოციდი. ამან კი ქვეყნებსა და ხალხებს უნდა მისცეს ისრაელთან და ებრაელ ხალხთან დაახლოების ახალი შესაძლებლობა, რაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყნებს შორის პირდაპირი კავშირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „ისრაელის სახლის“ მიზანია მეგობარ ქვეყანას წარუდგინოს ნამდვილი ისრაელი, რაც ემსახურება ისრაელის მიმართ სოლიდარული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. იციკ მოშეს თქმით, პოლონეთი კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება აქტუალური გახადო ებრაული თემატიკა, რაც თავის მხრივ, მიმართულია ისრაელთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ.

სიტყვის დასასრულს იციკ მოშემ ებრაულ ენაზე წაიკითხა ლოცვა ფსალმუნიდან, რასაც ფორუმის მონაწილეები ფეხზე ამდგარი ისმენდნენ.

„ასეთი ფორუმები კარგი საშუალებაა, რომ არ დავივიწყოთ წარსული და მომავალ ურთიერთობებზეც ვიზრუნოთ. პოლონეთმა ეს შეძლო - აქ უკვდავყოფილია თითოეული გმირული ფაქტი, ფორუმზე მოვიდნენ მთავრობის მეთაური, მინისტრები, პარლამენტის წევრები, რაც კარგი მესიჯია ისრაელისთვის. მსგავს მიზანს ემსახურება „ისრაელის სახლიც“, რომელიც საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში წამყვან როლს ასრულებს“, - აცხადებს იციკ მოშე.

ისრაელის დელეგაციის შეფასებით, პოლონეთის ფორუმი კიდევ ერთი დასტურია, რომ მეგობარ ქვეყნებთან ისრაელის ურთიერთობების გაღრმავებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვინაიდან ეს მოითხოვს მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, აღემატება დიპლომატიური წარმომადგენლობების შესაძლებლობებსა და კომპეტენციას.

ფორუმის მონაწილე ისრაელის დელეგაციამ, მსოფლიო ებრაელობის წარმომადგენლებმა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა ტრებლინკაში მოინახულეს ჰოლოკოსტის მიმდინარეობისას 1 წლის განმავლობაში დახოცილი 870,000 ებრაელის მემორიალი, ხოლო ვარშავაში ებრაულ მუზეუმს ეწვივნენ.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&