პოლიტიკა


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. საკითხზე მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იყო.
საკომიტეტო განხილვაზე პრეზიდენტს მოტივირებულ შენიშვნებს მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის მიზნით პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და შემდგომი მოტივირებული შენიშვნები შესთავაზა:
1. სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოხდეს მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მიერ; ყველა სასამართლოს მიეცეს საშუალება, თავად აირჩიოს თავმჯდომარე, რაც უზრუნველყოფს სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცებას, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში.
2. ერთი და იგივე პირს აღარ ჰქონდეს საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.
3. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება აღარ მოხდეს შემდგომ დანიშვნებზე.
4. კანონით დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.
5. იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს საშუალება მიეცეს, წარდგენილი იყვნენ უფრო მძლავრად, რადგან სასამართლოს თავმჯდომარეებს ჰქონდეთ საშუალება იყვნენ საბჭოს წევრები.
6. დაზუსტდეს კონკურსის დროს კანდიდატზე ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების წესები.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21