უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 დეკემბერი, 2017 13:05
font-size

იუსტიციის მინისტრმა დაბა ფასანაურში ორმოცდამეათე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 50-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად საქართველოს მჭიდროდ დასახლებულ დაბა ფასანაურში გახსნა. საზეიმო ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი ესწრებოდნენ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ფასანაურელებსა და დაბის სტუმრებს იუსტიციის მინისტრმა მიულოცა.

ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრის ადგილზე თვითმმართველობის ძველი შენობა და სარეაბილიტაციო ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, სადაც წიგნები არასათანადო პირობებში ინახებოდა. ფასანაურის ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო; აქ ელექტრონულ და ახალ წიგნებთან ერთად ძველი ბიბლიოთეკის ფონდიცაა დაცული.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით, ფასანაურელებისა და მიმდებარე სოფლის მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის დაბიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. მანამდე ფასანაურში არ არსებობდა არც ბანკის და არც მობილური ოპერატორის ოფისი.

დაბა ფასანაურში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის რაიონის ტურისტულ პოტენციალს, რომელიც დღესაც მაღალია. 24-საათიანი კავშირი სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურება, 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი და უფასო სკაიპის ოთახი, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ფასანაურის სტუმრებსაც მოემსახურება და ხელს შეუწყობს სამთო ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.

50-ე, საიუბილეო საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა სტუმრებისათვის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. ფასანაურის ცენტრი სპეციალური ბანერითა და ჰელიუმის ბუშტებით მოირთო, გაკეთდა და მოეწყო საზოგადოებრივი ცენტრის ხეივანი და ქუჩის ლამპიონები, დაიდგა საზოგადოებრივი ცენტრების რელიეფური რუკა და ცენტრების მუშაობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო დაფა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი.

ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრი დაბაში მცხოვრებ 2000-მდე მომხმარებელს და მიმდებარე სოფლების (წინამხარის, უკანამხარის, დავითურნის, ვეშაგურნის, სოდევეს, მეჯილაურნის, ბანცურის, ცხვედიეთის, ხევშას, ჭიკანის, ჩირიკის, წინკობანის, ჩადისციხის, ზემო ამირნის, წიფორის) 741 კომლის მცხოვრებთ მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნამდე მაღალმთიანი დასახლებიდან ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სერვისებზე წვდომა უჭირდა. მათ ამისთვის დაბიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დუშეთში უწევდათ ჩასვლა.

საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს რვა რეგიონსა და 35 მუნიციპალიტეტში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 50 საზოგადოებრივ ცენტრში ამ დრომდე 500 000-მდე სერვისი გაიცა, 2 000-მდე ღონისძიება ჩატარდა და 460 ადამიანი დასაქმდა.

ფასანაურის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 49 საზოგადოებრივი ცენტრი ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისსა (გლდანში) და მეორე სვირში.

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 სექტემბერი, 2025 , 12:58

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

3 სექტემბერი, 2025 , 15:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალი

კახეთში რთველი დაიწყო

2 სექტემბერი, 2025 , 11:51

რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. 2 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 3,5 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. რთველი კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, ყურძნის შესაბამის კონდიცია