უახლესი ამბები
- 	04.11.2025 15:27გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
 - 	04.11.2025 14:46კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
 - 	04.11.2025 12:22შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
 - 	04.11.2025 12:14თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა
 - 	04.11.2025 11:53კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
 - 	04.11.2025 11:13ეწვიეთ “სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების მთავარი სპონსორი
 - 	04.11.2025 11:08ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
 - 	04.11.2025 11:01კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
 - 	04.11.2025 07:55დღის კალენდარი - 4 ნოემბერი
 
არქივი
პოლიტიკა
 
					
					
											იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის
მექნებოდა ასეთი ინიციატივა, რომ მოსამართლემაც, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივმა წევრმა, იგრძნოს თავი დაცულად, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ გაბინაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ.
„დღის წესრიგში დგას და რაც დრო გადის უფრო მწვავე ხდება საკითხი მოსამართლის დაცულობის შესახებ. ჩვენ აქ შეგვახსენეს, რომ ყველა საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება. ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ღირსება. ჩვენ სასამართლო დარბაზებში ძალიან ეფექტური საშუალებები გვაქვს იმისთვის, რომ ადამიანს, რომელიც ცდილობს ჩაშალოს პროცესი ან შეურაცხყოფა მიაყენოს სასამართლოს, გავცეთ შესაბამისი პასუხი კანონის ნორმებიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც ეს ხდება სასამართლოს პროცესების გარეთ და იმ ფორმებით და ისეთი წითელი ხაზების გადალახვით, რომელიც არა მხოლოდ მოსამართლის პირად ღირსებას ლახავს, არამედ იმ საზოგადოებისაც, რომელსაც სწამს, რომ მოსამართლე არ არის ისეთი უღირსი, როგორსაც კონკრეტული პირი წარმოაჩენს, ალბათ, სასურველია ვიფიქროთ, სად გადის ის ზღვარი, სადაც მოსამართლეს აკრიტიკებენ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და როდესაც მოსამართლეს აკრიტიკებენ არა სამართლებრივი, არამედ შეურაცხმყოფელი, თითქმის აუტანელი სხვადასხვა ეპიტეთებით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არც ადამიანურ ზნეობასთან, არც კულტურასთან. მე უბრალოდ მექნებოდა ასეთი ინიციატივა, რომ იქნებ ვიფიქროთ, იყოს რაღაც კანონისმიერი რეგულაცია, რომ მოსამართლემაც, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივმა წევრმა, იგრძნოს თავი დაცულად. რა თქმა უნდა, თმენის ვალდებულებების ზღვარს მიღმა ვსაუბრობ“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ გაბინაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლე, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოების გამორჩეული წევრია და მას შესაბამისი დაცულობა სჭირდება.
„აქ ითქვა, რომ საზოგადოების სხვა წევრებმა რა თქვან მაშინ, როცა ისინი მხოლოდ სამოქალაქო ინსტრუმენტებით არიან აღჭურვილები, ხოლო მოსამართლე ითხოვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას მისი შეურაცხყოფისათვის. ასე არ არის, მეგობრებო – საზოგადოების სახეა სწორდ მოსამართლე, საზოგადოების გამორჩეული ნაწილია მოსამართლე თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე და მას სჭირდება შესაბამისი დაცულობა ამ კუთხით. ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. ჩვენ თმენის ვალდებულების გაგრძელებაც შეგვიძლია, მაგრამ თუ გვექნება საერთო აზრი, რომ გავავლოთ რაღაც ზღვარი მოსამართლის საქმიანობის სწორ, არგუმენტირებულ კრიტიკას და პიროვნულ შეურაცხყოფას შორის, რომელშიც ჰყვებიან მოსამართლის ოჯახის წევრები, მოსამართლის პირადი ცხოვრების გასაჯაროება ხდება და ა.შ., მაშინ მადლობელი დაგრჩებით, რომ დისკუსიის საგნად მაინც იქცეს ეს. ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ თმენის ვალდებულება გაქვთ და ყველაფერი უნდა ითმინოთ, ჩემი სუბიექტური აზრით, სწორი არ არის“, – დასძინა გაბინაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ევა გოცირიძემ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იზღუდებოდეს, თუ ის კონკრეტული მოსამართლის რეპუტაციას ლახავს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:14
													შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
4 ნოემბერი, 2025 , 12:22
													კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
4 ნოემბერი, 2025 , 11:53
ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
4 ნოემბერი, 2025 , 11:08
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი
3 ნოემბერი, 2025 , 13:03
				
								