უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ნოემბერი, 2024 12:15
font-size

ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა - რომან გოცირიძე

ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა. ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა.

გუშინ ერთ რადიოჩართვაში გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური და არარეალური კანდიდატები დავასახელე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში კი ზის, მაგრამ იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს არ გააკეთოს-მეთქი.

დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, ნინო წილოსანი, ის ქალი, ოთხი წელი პარლამენტის ფოიეში როიალს რომ ითხოვდა და არ დაუდგეს (გვარი დამავიწყდა მაშინ ჩართვაში). დაახლოებით ამ კატეგორიაში უნდა ვეძებოთ პრეზიდენტი მეთქი. დავცინოდი და რა თქმა უნდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი.

რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა.

ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა.

კარგიც არის რაღაც გაგებით. თუკი ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა შინ თუ გარეთ, ტვინის ნატამალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე“,- წერს გოცირიძე „ფეისბუქ“ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს

27 ნოემბერი, 2024 , 20:20

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი წესით ჩატარდება - პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

27 ნოემბერი, 2024 , 10:57

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯ

მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2024 , 17:58

სიების ჩახსნაზე ვერავინ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - არ ვკითხავთ არც „ნაცებს“, არც ივანიშვილსა და მის პარტიას, მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით, -ამის შესახებ ჟურნალისტებს „

სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას - სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი

26 ნოემბერი, 2024 , 17:42

ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას,- ა

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე - ვახტანგ გომელაური

26 ნოემბერი, 2024 , 14:49

შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად განვითარდა და განახლდა საპოლიციო ინფრასტრუქტურა. ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, პოლიციის ათობით ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა. გაგრძელდა შინაგან საქმეთა&nbs

თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში ამას - ნიკა მელია

26 ნოემბერი, 2024 , 14:36

არაღიარების შენარჩუნება დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან. მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციის მხრიდან - ეს პროცესი ჯერ არ განხორციელებულა! თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში ამას, - &nb