უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ნოემბერი, 2024 14:49
font-size

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად განვითარდა და განახლდა საპოლიციო ინფრასტრუქტურა. ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, პოლიციის ათობით ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა. გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება, სხვადასხვა დანაყოფების გადაიარაღება და აღჭურვილობის განახლება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება პოლიციის შენობების განახლება-რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა.

„მინდა, ვახსენო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავხსენით. მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება პოლიციის შენობების განახლება-რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით პოლიციელთა უზრუნველყოფა. განახლდება არსებული ავტოპარკი, სახანაძრო-სამაშველო სპეცტექნიკა და შეიარაღება. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი სულ მცირე 58-60%-ით გაიზარდა. მინდა კიდევ ერთხელ შევეხო მნიშვნელოვან პროექტს – „პოლიციის ქალაქი“, რომელიც თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება და მოიცავს შვიდი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში, ბინას 1 000 პოლიციელი მიიღებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2024 , 17:58

სიების ჩახსნაზე ვერავინ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - არ ვკითხავთ არც „ნაცებს“, არც ივანიშვილსა და მის პარტიას, მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით, -ამის შესახებ ჟურნალისტებს „

სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას - სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი

26 ნოემბერი, 2024 , 17:42

ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას,- ა

თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში ამას - ნიკა მელია

26 ნოემბერი, 2024 , 14:36

არაღიარების შენარჩუნება დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან. მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციის მხრიდან - ეს პროცესი ჯერ არ განხორციელებულა! თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში ამას, - &nb

ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ - ბექა ლილუაშვილი

26 ნოემბერი, 2024 , 14:00

ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „

კოლექტიური დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს - სერგეი ლავროვი

26 ნოემბერი, 2024 , 13:29

კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ს

მიზანი არის არჩევნების შედეგების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას - თინა ბოკუჩავა

26 ნოემბერი, 2024 , 13:22

სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც, ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არჩევნები