უახლესი ამბები
- 26.11.2024 17:58მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით - გიორგი გახარია
- 26.11.2024 17:42სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას - სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი
- 26.11.2024 17:31პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- 26.11.2024 17:19განათლების მინისტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა
- 26.11.2024 14:49ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე - ვახტანგ გომელაური
- 26.11.2024 14:00ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ - ბექა ლილუაშვილი
- 26.11.2024 13:29კოლექტიური დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს - სერგეი ლავროვი
- 26.11.2024 13:22მიზანი არის არჩევნების შედეგების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა
თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში ამას - ნიკა მელია
არაღიარების შენარჩუნება დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან. მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციის მხრიდან - ეს პროცესი ჯერ არ განხორციელებულა! თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში ამას, - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია.
"პროცესის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის ოცნების მარტო დატოვება ე.წ მე-11 მოწვევის პარლამენტში და არა გათითოკაცება და დამნაშავის ძებნა ოპოზიციაში.
იმისთვის რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, საჭიროა:
არაღიარების შენარჩუნება დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან. მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციის მხრიდან - ეს პროცესი ჯერ არ განხორციელებულა! თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში ამას.
ამ გზით უნდა მივიდეთ სრულ დელეგიტიმაციამდე, მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, სადაც ნებისმიერი შეძლებს, ვინც არ მოსწონს, ის არ აირჩიოს.
საპროტესტო მოძრაობაში განსხვავებული ხალხი ვართ, წარსულში ვერ ვთანხმდებოდით ბევრ საკითხზე, ვერ შევთანხმდებით ბევრ რამეზე მომავალშიც, მაგრამ ეს მომავალი ჯერ უნდა გვქონდეს, მომავლამდე უნდა მივიდეთ.
P.S. არ შემიძლია, არ გავაკეთო მცირე კომენტარი, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ პროცესში სოციალური კაპიტალის მოპოვებას სხვისი კრიტიკით, დამუნათებით ცდილობს, ან გუშინ თბილი სტუდიიდან აკრიტიკებდა, ჯერ კიდევ მიმდინარე ცუდ თუ კარგ აქციას.
ასეთი, სხვისი კრიტიკის ხარჯზე კაპიტალიზირებული საპნის ბუშტი ბევრი მინახავს, შემდეგ ასეთივე წარმატებით გახეთქილი და დღეს სახელებიც არ გვახსოვს.
ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ წამოსული კრიტიკაც ბევრი მინახავს, ხან მოქმედებისთვის გვაკრიტიკებდნენ, ხან უმოქმედობისთვის, ბრაზიც მესმის და მისი სუბლიმაციის სურვილიც, უბრალოდ ამ პროცესში მიზანი ნუ დაგვავიწყდება," - წერს მელია.