უკან

სამართალი

27 სექტემბერი, 2017 12:50
font-size

ყაჩაღობასა და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებული კ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე კ.ნ.-მ ქალაქ თბილისში უკანონოდ შეაღწია ს.კ.-ს საცხოვრებელ სახლში და ამ უკანასკნელს თანხა და ოქროს ნივთები მოთხოვა. უარის მიღების შემდეგ კ.ნ.-მ დაზარალებულს სცემა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ძალადობრივი ქმედების შედეგად ს.კ.-მ მრავლობითი დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, ხოლო კ.ნ. დაეუფლა „SHARP“-ის ფირმის ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

,,სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ კ.ნ. 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 08:00 საათზე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის კუთვნილ პატეფონს და „სილქნეტის“ მოდემს.

სამართალდამცველებმა კ.ნ. 10 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა

2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

2 ოქტომბერი, 2025 , 18:49

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლაშა თავართქილაძე თავმჯდომარეობდა. ბაჩ

შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი

2 ოქტომბერი, 2025 , 11:14

შსს-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართ

ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს

2 ოქტომბერი, 2025 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენო

სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

1 ოქტომბერი, 2025 , 22:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდ

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

1 ოქტომბერი, 2025 , 18:06

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მ