უკან

პოლიტიკა

24 მაისი, 2017 15:25
font-size

კახა კახიშვილმა და ავსტრიის ვიცე-კანცლერმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი, ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრს ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერს ვიცე-კანცლერად დანიშვნა მიულოცა და ავსტრიულ მხარეს საქართველოსთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კახიშვილმა ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა პატიმართა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, განიხილეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები, რომელიც მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, ახალი ტიპის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით სხვა ნოვაციებს გულისხმობს.

მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რომლის ძირითადი მიმართულებები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრება.

შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, ასევე, ავსტრიის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია და უწყების სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა