უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
კახა კალაძემ აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი დანაშაულად შეაფასა
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი სამარცხვინოა.
„როგორც ვიცი, ვაშაძე რუსეთის მოქალაქეა, პირველი აქედან დავიწყოთ. თვითონ წერილს რაც შეეხება, დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა ფაქტი არის სამარცხვინო. ქვეყნის ოკუპაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ამ შინაარსის და ამ ტიპის წერილის გაგზავნა არის ძალიან დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი, მე ასე შევაფასებდი “, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, მისთვის უცნობია, მოახდენს თუ არა აღნიშნული წერილი გავლენას გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასა და შანსებზე.
2008 წლის აგვისტოს ომიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამჟამად რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატია, რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა და მოსკოვში ქართული ანსამბლების კონცერტებისა და თეატრების სპექტაკლების ჩატარება შესთავაზა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი
2 თებერვალი, 2026 , 18:34
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
2 თებერვალი, 2026 , 18:21
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
2 თებერვალი, 2026 , 18:09
წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
2 თებერვალი, 2026 , 17:56
დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
2 თებერვალი, 2026 , 17:47
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
2 თებერვალი, 2026 , 17:26


