უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ივნისი, 2025 10:40
font-size

კახეთის რეგიონში კიდევ ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, კახეთის რეგიონში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა და მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში გაგრძელება მიულოცა.

ალექსანდრე წულაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე გივი მიქანაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გიორგი ბენაშვილთან და სხვა სტუმრებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - არაშენდისა და ბაკურციხის სკოლებს ეწვია და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგებს გაეცნო. სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ექიმის კაბინეტი, საგანმანათლებლო სივრცეები და ყველა ის პროექტი, რაც სამინისტროს მიერ განხორციელდა.

სოფელ არაშენდის და ბაკურციხის საჯარო სკოლები 500-500 მოსწავლეზეა გათვლილი და მათი სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. არაშენდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ექვს მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ბაკურციხის სკოლის ჯამური ღირებულება ხუთი მილიონი ლარია. ორივე სკოლა სრულად აკმაყოფილებს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურულ, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნებს.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სკოლებში ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები უზრუნველყოფილია შიდა და გარე უსაფრთხოების სისტემებით. ორივე სკოლას აქვს როგორც ღია, ასევე, დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და სრულად ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტად გრძელდება. სამინისტროს მიზანია, თანამედროვე სასკოლო გარემო თითოეული მოსწავლისთვის იყოს უზრუნველყოფილი.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

21 იანვარი, 2026 , 11:38

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპა

დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

19 იანვარი, 2026 , 11:55

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყ

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13 იანვარი, 2026 , 11:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გა

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

30 დეკემბერი, 2025 , 09:03

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კ

ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

26 დეკემბერი, 2025 , 17:18

2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი