უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 სექტემბერი, 2019 11:00
font-size

კახეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში „რთველი 2019“-ის პროცესში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის ლევან მეხუზლას განცხადებით, ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, ბუნებრივია, გაზრდილია საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, თუმცა შტაბის თანამშრომლების მიერ ხდება რიგების ორგანიზებული მართვა და მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექმნებათ.

„კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ყოველდღიური გადამუშავების მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია როგორც ყურძნის დიდი მოსავლით, ასევე, სექტემბერში თითქმის ერთკვირიანი წვიმების გამო, რთველის პროცესი შედარებით გვიან დაიწყო. ღვინის მარნების მიერ ყურძნის მიღების პროცესი დაკავშირებულია გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესთან და თითოეული მანქანის მომსახურებას მინიმუმ ნახევარი საათი ესაჭიროება. გააჩნია ასევე ღვინის საწარმოს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები და ასეთ შემთხვევაში, ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე სწარმოებში“, - აღნიშნა ლევან მეხუზლმა.

20 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 91 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული: 60 ათასი ტონა რქაწითელი, 25 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 80-ზე მეტი ღვინის მარანი.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში „ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

საკვანძო სიტყვები:

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

30 დეკემბერი, 2025 , 09:03

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კ

ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

26 დეკემბერი, 2025 , 17:18

2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

26 დეკემბერი, 2025 , 10:44

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ც

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

22 დეკემბერი, 2025 , 16:57

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერი, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “ტურინვესტ ჯგუფმა” ბათუმში, Hampton - ის ბრენდის

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება

20 დეკემბერი, 2025 , 11:41

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება. ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნ