რეგიონები
კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 105 მლნ ლარს გადააჭარბა - სოფლის მეურნეობის სამინისტრო
27 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 94 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 105 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აქტიური რთველი უახლოეს დღეებში საგარეჯოში გადაინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველი დასასრულს უახლოვდება.
მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,3 ათასი ტონა რქაწითელი, 42,8 ათასი ტონა საფერავი, 2,85 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 3,8 ათასი ტონა შეადგინა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია - 30,3 ათასი ტონა, გურჯაანში - 26 ათასი ტონა, თელავში - 17,7 ათასი ტონა, სიღნაღში - 8,7 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 2,3 ათასი ტონა, ახმეტაში - 3 ათასი ტონა და საგარეჯოში - 2,8 ათასი ტონა.
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.
საკვანძო სიტყვები:
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
30 დეკემბერი, 2025 , 09:03
ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს
26 დეკემბერი, 2025 , 17:18
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
26 დეკემბერი, 2025 , 10:44
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა
22 დეკემბერი, 2025 , 16:57
“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება
20 დეკემბერი, 2025 , 11:41


