უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 ივლისი, 2017 15:20
font-size

კახეთში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

10-14 ივლისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) ერთად, კახეთის რეგიონში ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ფერმერებს, სასაკლაოების მფლობელებს და ვეტერინარებს წარუდგინეს ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება მაქსიმალურად მოკლე დროში .

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო რეგულაციაზე, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა. ახალი რეგულაციით პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად სავალდებულოა ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით.

FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესის გააქტიურებას და მიკვლევადობის სრული ჯაჭვის უზრუნველყოფას, რაც საბოლოოდ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას განაპირობებს“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსისი მოადგილემ პაატა ქურდაძემ.

პროექტი შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

30 დეკემბერი, 2025 , 09:03

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კ

ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

26 დეკემბერი, 2025 , 17:18

2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

26 დეკემბერი, 2025 , 10:44

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ც

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

22 დეკემბერი, 2025 , 16:57

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერი, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “ტურინვესტ ჯგუფმა” ბათუმში, Hampton - ის ბრენდის

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება

20 დეკემბერი, 2025 , 11:41

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება. ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნ