უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
არქივი
საზოგადოება
კანადაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ მონრეალში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე, La Grande Dégustation de Montréal-ზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.
ფესტივალი La Grande Dégustation de Montréal-ი, უკვე მეთხუთმეტე წელია, იმართება და ის კვებეკის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება, რომელსაც ყოველწლიურად 10 ათასამდე ვიზიტორი ესწრება.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ცხრა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც კვებეკისა და ონტარიოს რეგიონებში უკვე იყიდება.
ღონისძიების სტუმრების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალს დაესწრნენ ღვინის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის შესახებ მწერლები და იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინოები კანადიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და სხვ ქვეყნებიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, სალომე ქურასბედიანმა და საელჩოს წარმომადგენლებმა.
ბოლო წლების განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი კანადაში ყოველწლიურად სტაბილურად მზარდია. 2024 წლის მონაცემებით, კანადაში ექსპორტირებულია 200 000-მდე ლიტრი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1,1 მლნ აშშ დოლარი და წინა წელთან შედარებით დაფიქსირდა 35%-იანი ზრდა. ზრდის ტენდენცია გრძელდება 2025 წელსაც; 10 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 193 ათას ლიტრი ღვინო; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19% შეადგინა. კანადაში ქართული ღვინის ექსპორტიდან 10 თვეში მიღებულმა შემოსავალმა 1,2 მლნ ლარს მიაღწია, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
2 თებერვალი, 2026 , 17:10
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა
2 თებერვალი, 2026 , 14:26
ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა
2 თებერვალი, 2026 , 10:57
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20


