უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
კომენტარი
კანდიდატურის მოხსნა სრულიად შესაძლებელია, მისი ხასიათიდან გამომდინარე - გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებთ, სალომე ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ მან არჩევნების მეორე ტურზე კანდიდატურა მოხსნას.
„ჭორაობას ვერ დავიწყებ, თუმცა, რამდენადაც მე მას ვიცნობ, კანდიდატურის მოხსნა სრულიად შესაძლებელია, მისი ხასიათიდან გამომდინარე. პრინციპში პოლიტიკური პრაგმატიკიდან გამომდინარეც, რადგან ყოველდღიურად შანსები მცირდება. იგივე ნარატივშია „ქართული ოცნება“ - მგლის მოსვლის შიშზე უნდათ საარჩევნო კამპანია ააგონ, არაფერს ცვლიან. თითქოს ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მოსახლეობისგან გზავნილი მიიღეს, მაგრამ მეორე მხრივ, არაადეკვატურად იგივე ნარატივშია. „ქართულ ოცნებას“ დღეს ხომ სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ არ ამარცხებს, „ქართულ ოცნებას“ „ქართული ოცნება“ ამარცხებს. შიგნით ჩაბუდებული ამპარტავნება და სიბრიყვე ამარცხებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, მას თანაგრძნობის განცდა გაუჩნდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
„სიმართლე გითხრათ, ადამიანურად სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამიჩნდა თანაგრძნობის განცდა, რადგან ის მართლა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაუმსახურებლად, მე ვიტყოდი.
რაც შეეხება ამ განცხადებებს, ჩემთვის ეს ძალიან უცნაური იყო. როდესაც პარტიის გენერალური მდივანი ასეთ განცხადებას აკეთებს, თუ მას არ ესმის, ამით რას შვება, ეს ერთი უბედურებაა, თუ ესმის და მაინც ამას ამბობს, ფაქტობრივად, თავისივე კანდიდატის საბოლოო ჩაძირვას უწყობს ხელს. როდესაც მეორე ტურის წინ, პარტიის გენერალური მდივანი, ფაქტობრივად, რომლის ექსკლუზიური მხარდაჭერითაც უნდა მიიღოს მონაწილეობა კანდიდატმა, ამბობს, რომ შეცდომა იყო მისი წარდგენა. ეს არის ფაქტობრივად, კანდიდატის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასი. ჩემთვის სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაური იყო ამის მოსმენა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მეორე ტურზე საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძეს არა მხოლოდ არითმეტიკული, არამედ ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს.
„გრიგოლ ვაშაძეს აქვს უპირატესობა არა მხოლოდ არითმეტიკულად, მარტო „ევროპული საქართველოს“ ელექტორატი რომ ავიღოთ, მას აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობა. შესაბამისად, მისი ამომრჩეველი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება მეორე ტურის დროს გამარჯვების მოლოდინში. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსები იკლებს. ეს ადმინისტრაციული რესურსი ვინ არის? მათი საკმაოდ დიდი ნაწილი არიან მედროვეები, რომლებიც ცვლილებების საფრთხის წინაშე დაიწყებენ სარეზერვო აეროპორტების ძებნას.
ასე რომ, მიუხედავად შესაძლო ძალისხმევისა, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი მაღალი ალბათობით უფრო უარესი იქნება, ვიდრე პირველ ტურში იყო. ეს არის მოცემულობა, ძალიან მძიმე მოცემულობა, მათ შორის, ჩემთვისაც ძალიან არასასიამოვნო. ასეთია რეალობა, მე არ მაქვს უფლება არ ვთქვა თუნდაც მწარე სიმართლე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
კახა კალაძე ჟურნალისტს - 2011 წელს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში
23 თებერვალი, 2026 , 16:01
ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს - ირაკლი კობახიძე
23 თებერვალი, 2026 , 13:12
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
20 თებერვალი, 2026 , 17:03
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 19:03
პრემიერი გახარიას პარტიაზე: ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი - ნული, ლიდერი თავს აფარებს გერმანიას იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა
19 თებერვალი, 2026 , 18:48
არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 18:41




