უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 აპრილი, 2024 14:03
font-size

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა პანელურ დისკუსიაზე – „მარეგულირებელი გარემო“ განაცხადა, რომელიც საპენსიო სააგენტოს 2023 წლის და ბოლო ხუთი წლის საინვესტიციო საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში გაიმართა.

„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული საბანკო სექტორი, მაგრამ გვაქვს ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი კაპიტალის ბაზარი. ამავე დროს ბიზნესს და ეკონომიკას სჭირდება როგორც კაპიტალის მოზიდვის, ასევე ინვესტირების დივერსიფიცირებული და სხვადასხვა რისკის პროფილის მქონე ინსტრუმენტები. რომ შევედაროთ განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ში კაპიტალის ბაზრის ზომა მშპ-ს აჭარბებს დაახლოებით 150 პროცენტით, პოლონეთში ეს მაჩვენებელი შეადგენს 40 პროცენტს, ჩვენ ვსაუბრობთ, დღევანდელი მოცემულობით, 5-6 პროცენტზე საქართველოში, თუმცა არაერთგზის ითქვა, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რაც აშკარა და დათვლადია“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.

როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს, ახალ აქტიურ ფაზაში შედის. მისი შეფასებით, ამის მყარ საფუძველს წარმოადგენს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შარშან, მაგალითად, გაორმაგდა სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რაც პირდაპირი ინდიკატორია, რომ ბაზარი იწყებს სწრაფ განვითარებას.

„გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ მარტივი ინტერვენციით არის შესაძლებელი ამ ბაზრის სტიმულირება – დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია ბიზნესისთვის ალტერნატიულ ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობაა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. ასევე წელს პარტნიორებთან ერთად უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა წილობრივი საინვესტიციო ფონდების შექმნის ხელშეწყობაზე, რომლებიც, მათ შორის, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი საინვესტიციო ინსტრუმენტი საპენსიო ფონდისთვის“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პორტფელებში მობილიზებული კაპიტალის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემა, მათ შორის მართვაში პროფესიონალური კომპონენტის გაძლიერების გზით.

„ჩვენ საპენსიო ფონდს და სააგენტოს ვუყურებთ, როგორც მზარდ ორგანიზმს. პარტნიორებთან და კოლეგა უწყებებთან ერთად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ წელს პარლამენტს წარვუდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური მართვის მოდელის ჩამოყალიბებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ, რომ ეროვნული ბანკი იყოს არა მხოლოდ საინვესტიციო ნაწილის, არამედ მთლიანი საპენსიო სქემის ზედამხედველი“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

20 იანვარი, 2026 , 13:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. ა

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი

14 იანვარი, 2026 , 08:54

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, – ს

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 დეკემბერი, 2025 , 12:27

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს

29 დეკემბერი, 2025 , 10:09

მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში,  მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბი

„იგლ ჰილსის“ ქართული პროექტი რიგ ქვეყნებში ამ კომპანიის პროექტებისგან განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან - მარიამ ქვრივიშვილი

24 დეკემბერი, 2025 , 17:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ აქცენტს აკეთებს როგორც შიდა, ისე   საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე. მინისტრის შეფასებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებ

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მე-3 კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი

9 დეკემბერი, 2025 , 11:55

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი